ავტორი:

"25 წელი გელოდებოდი... შენც წახვედი შენს მეგობრებთან, მა. ახლა სამუდამოდ ერთად იქნებით..." - აშშ-ში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

"25 წელი გელოდებოდი... შენც წახვედი შენს მეგობრებთან, მა. ახლა სამუდამოდ ერთად იქნებით..." - აშშ-ში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა
  • ფოტოზე ჯიმი შალამბერიძე და მომღერალი მამუკა ონაშვილი

აშშ-ში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა.

რატი შალამბერიძის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

გარდაცვლილი მამაკაცი ქუთაისიდან იყო და ბრუკლინში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

მისი შვილი მამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი მომღერალ მამუკა ონაშვილის ახლო მეგობარი იყო.

"25 წელი გელოდებოდი, მა. ვოცნებობდი გულში ჩაგეკარი და აღარ გაგეშვი ხატად მყავდი ქცეული… ახლა როგორ მოგიფრთხილდე? როგორ ვიზრუნო შენზე? რატომ წამართვი ის გრძნობა, რასაც მამაშვილობა ჰქვია,რომელიც ამდენი წელი ასე მაკლდა? ... "

"შენც წახვედი შენს მეგობრებთან, მა. ახლა სამუდამოდ ერთად იქნებით..." - წერს გარდაცვლილის შვილი და ერთ-ერთ პოტსზე მამუკა ონაშვილის "ფეისბუქს" უთითებს.