ავტორი:

საბრძოლო მისიის დროს ცნობილი მფრინავი, მეტსახელად "ჯუსი", დაიღუპა - უკრაინის საჰაერო ძალები

საბრძოლო მისიის დროს ცნობილი მფრინავი, მეტსახელად "ჯუსი", დაიღუპა - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საბრძოლო მისიის დროს საბრძოლო თვითმფრინავების ცნობილი პილოტი, მეტსახელად "ჯუსი", დაიღუპა.

საჰაერო ძალების ცნობით, ანდრეი პილშჩიკოვი ერთ-ერთია იმ სამი მფრინავისგან, რომლებიც ორი დღის წინ, ჟიტომირის ოლქში მაშინ დაიღუპნენ, როდესაც ორი L-39 საბრძოლო საწვრთნელი თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა.

ანდრეი პილშჩიკოვის გარდა დაიღუპნენ მფრინავები: სერგეი პროკაზინი და ვიაჩესლავ მინკა.