უკრაინელი პილოტები, სასწავლო L-39-ით მეორე თვითმფრინავს შეეჯახნენ და დაიხოცნენ. დაღუპულ მფრინავებს შორის იყო ცნობილი "კიევის მოჩვენების" ერთ-ერთი პილოტი, საძახისით "ჯუსი". ასევე დაღუპულები არიან მფრინავები ვიაჩესლავ მიმნკა და სერგეი პროკაზინი.
ორი საბრძოლო-სავარჯიშო ხომალდი L-39, ქალაქ ჟიტომირთან ახლოს, კიევიდან დაახლოებით 87 მილის მანძილზე ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაცია უკრაინის საჰაერო თავდაცვის წარმომადგენლებმა "თვითერზეც" დაადასტურეს.
"გარდაცვილ პილოტებს შორის არის "ჯუსიც“. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს", - ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც F-16-ისთვის ეკიპაჟის გადასამზადებელ წევრებს აგროვებს.
"გუშინ, ჟიტომირის ცაზე მომხდარ ავიაკატასტროფას სამი პილოტი, ანდრეი პილშიკოვი, საძახისით "ჯუსიც“ შეეწირა. გამოძიება მიმდინარეობს და სიმართლე გაირკვევა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პილშიკოვი "კიევის მოჩვენების“ ნაწილი იყო, რომელიც ცენტრალურ და ჩრდილოეთ უკრაინას ომის დასაწყისში იცავდა. ის ასევე F-16-ის გადაცემის ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი იყო. "კიევის მოჩვენებას" უწოდებენ რამდენიმე მფრინავისგან შემდგარ გუნდს, რომლებსაც 6 რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას მიაწერენ ომის დასაწყისში. მის შესახებ ამბები დღემდე ლეგენდასავით დადის.
"კიევის მოჩვენებაზე“ ჭორები სოციალურ ქსელებში პრაქტიკულად პირველი დღიდან, 24 თებერვლიდან გავრცელდა. პილშიკოვმა გასული წლის მაისში Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არსებობდა ერთი კონკრეტული პილოტი, რომელმაც ეს წოდება დაიმსახურა.

"ეს კოლექტიურია. ჩვენ ყველა კიევის მოჩვენებები ვართ", - განუცხადა მან გამოცემას.
ინტერვიუში ახსნა, რომ თავისი ზედმეტსახელი კალიფორნიაში ეროვნული გვარდიის წვრთნის დროს, 2018 წელს მიიღო, რადგან ალკოჰოლის დალევისგან თავს იკავებდა და ბარებში წვენს უკვეთავდა.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს თუ რა გახდა კატასტროფის მიზეზი.
ავტორი: ანრი კურტანიძე