ავტორი:

"უფრო არაპროგნოზირებადი გახდება" - ის, რაც მოგვენატრა: ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი დაბრუნება სერია A-ში და საგოლე გადაცემა - რატომ არ იყო ის ძირითად შემადგენლობაში (ვიდეო)

"უფრო არაპროგნოზირებადი გახდება" - ის, რაც მოგვენატრა:  ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი დაბრუნება სერია A-ში და საგოლე გადაცემა - რატომ არ იყო ის ძირითად შემადგენლობაში (ვიდეო)

სერია A-ს მეორე ტურში "ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე "სასუოლო“ 2:0 დაამარცხა. მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, პოლიტანო საჯარიმოში წააქციეს, რაც მსაჯმა ვერ შეამჩნია, მაგრამ VAR-მა პენალტი დანიშნა და ოსიმენმა გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლოპესის გაძევების გამო სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ.. 61-ე წუთზე შეცვლაზე ხვიჩა კვარაცხელია შევიდა და შემოსვლიდან მესამე წუთზე დი ლორენცოს საგოლე გადაცემა გაუკეთა და კაპიტანმა ანგარიში გაზარდა.

თვალშისაცემი იყო, რომ ხვიჩა ძველებურ სათამაშო ფორმას იბრუნებს.

  • "სასუოლოსთან" მოგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა და სხვა საკითხებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

"რასპადორის როლი ისეთივეა, როგორიც კვარაცხელიასი? რასპადორის შეუძლია თავდამსხმელთა ტრიოს უკან ითამაშოს. მას ბევრი რამ შეუძლია, დარწმუნებული ვარ, ბევრ გოლს გაიტანს და ბევრ საგოლე გადაცემას გააკეთებს. მისი გამოყენება აუცილებელია, ვინაიდან გუნდისთვის სასარგებლოდ მოქმედებს. კვარაცხელიას ძალიან წყვეტილი მოსამზადებელი ციკლი ჰქონდა, 12 დღე გაუცდა, 5 კვირიდან მხოლოდ 2 კვირა შეძლო ვარჯიში. დღეს სჯობდა მაშინ შემეყვანა მოედანზე, როდესაც მეტოქე დაღლილი იქნებოდა.

ექნებათ თუ არა რასპადორისა და კვარაცხელიას უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალება? რასპადორის არ შეუძლია ფლანგზე დარჩეს, ცენტრში შეწევა და ოსიმენის გვერდით თამაში მართებს. "კვარამაც" მეურვე გაურკვევლობაში უნდა დატოვოს, ბურთით თავისუფალ ზონაში შეაღწიოს, ხაზებს შორის შესვლა სჭირდება, ასე ტაქტიკური თვალსაზრისით გაცილებით არაპროგნოზირებადი ხდება", - აღნიშნა რუდი გარსიამ.

წაიკითხეთ ვრცლად Sportall.ge-ზე - როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ და რატომ არ დააყენა რუდი გარსიამ სასტარტოში?