ავტორი:

საფრანგეთში, სახელმწიფო სკოლებში მუსულმანთა სამოსის, აბაიას ტარება აიკრძალება

საფრანგეთში, სახელმწიფო სკოლებში მუსულმანთა სამოსის, აბაიას ტარება აიკრძალება

საფრანგეთის განათლების მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სკოლებში ისლამური სამოსის, აბაიას ტარება აიკრძალება.

ახალი წესი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, 4 სექტემბერს ამოქმედდება. აბაიას ტარებასთან დაკავშირებულ საკითხს სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ დაუთმო, რაც ფრანგულ სკოლებში ისლამური ტანსაცმლით გოგონების რაოდენობა გაიზარდა.

ეს კი ზოგიერთის აზრით, ქვეყნის სეკულარული ღირებულებების დარღვევაა.

"როდესაც კლასში შედიხართ, არ უნდა შეგეძლოთ მოსწავლეთა იდენტიფიცირება რელიგიის მიხედვით“, - განუცხადა განათლების მინისტრმა გაბრიელ ატალმა TF1 TV-ს და დასძინა: "გადავწყვიტე, რომ სკოლებში აბაიას ტარება აიკრძალოს“.

რელიგიური ნიშნები საფრანგეთის სკოლებში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აიკრძალა, მათ შორის ქრისტიანული სიმბოლოები, როგორიცაა ჯვრები.