ავტორი:

ქართველმა მეზღვაურებმა 10 მიგრანტის სიცოცხლე იხსნეს სიკვდილისაგან... - "8 დღის განმავლობაში უწყლოდ და საკვების გარეშე, ნავში, შუა ოკეანეში" (ვიდეო)

ქართველმა მეზღვაურებმა 10 მიგრანტის სიცოცხლე იხსნეს სიკვდილისაგან... - "8 დღის განმავლობაში უწყლოდ და საკვების გარეშე, ნავში, შუა ოკეანეში" (ვიდეო)

"ფეისბუქგვერდი "- "მეზღვაურები საქართველოდან" ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

"ქართველმა ეკიპაჟმა დღეს ათი მიგრანტის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისაგან!

8 დღის განმავლობაში უწყლოდ და საკვების გარეშე, ნავში, შუა ოკეანეში, შეამჩნია ვახტაზე მყოფმა სტარპომმა, თენგო დიასამიძემ! კაპიტნის - ალეკო სურმანიძის თანხმობით ამოყვანილ იქნა გემზე, გაუწიეს პირველადი დახმარება და გამოიძახეს მაშველები!

მიგრანტები ცდილობდნენ ესპანეთში მოხვედრას, თუმცა დინებამ გაიტაცა და უძლურები აღმოჩნდნენ ზღვის წინააღმდეგ!

ვიდეო მოგვაწოდა გიორგი გოგიტიძემ, წარმატებებს და მშვიდობას ვუსურვებთ ჩვენ გმირ მეზღვაურებს".