ავტორი:

ელტონ ჯონი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რა დაემართა მომღერალს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ელტონ ჯონი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რა დაემართა მომღერალს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი გასულ ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ საკუთარ სახლში დაეცა. შემთხვევა ნიცაში, ელტონ ჯონის ვილაში მოხდა.

როგორც მედია წერს, მომღერალი ახლა უკვე სახლშია და თავს კარგად გრძნობს.

76 წლის ელტონ ჯონი დაცემის შემდეგ მონაკოს პრინცესა გრეის სახელობის კლინიკის ორთოპედიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მას მცირე დაზიანება ჰქონდა მიღებული.

მომღერლის წარმომადგენელი BBC-სთან ადასტურებს, რომ მომღერალი საკუთარ სახლში დაეცა.

"პროფილაქტიკური ღონისძიებების მიზნით ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მთელი ღამით კლინიკაში იყო, ყველანაირი შემოწმების შემდეგ კი კლინიკიდან გაწერეს. ის უკვე სახლშია, ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს", - აცხადებს ელტონ ჯონის წარმომადგენელი.~