ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საგზაო პოლიციის უფროსი დაჭრეს - რა მოხდა გაგრაში. ერთ-ერთ კაფესთან

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საგზაო პოლიციის უფროსი დაჭრეს - რა მოხდა გაგრაში. ერთ-ერთ კაფესთან

ოკუპირებულ გაგრაში ე.წ. საგზაო პოლიციის უფროსს ხაჯარათ ბგანბას ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში ესროლეს. ინციდენტი გასულ შაბათს პიცუნდაში, კაფე "ტერასასთან“ მოხდა.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "აფსნიპრესი“ წერს. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცნობა მათ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

უწყებამ მიხეილ ბარციცას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, გადაცემა, რეალიზაცია, შენახვა, ტრანსპორტირება, ან ტარება. ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

დაშავებული გაგრაში, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება.