ავტორი:

ტყის ხანძრის გამანადგურებელი შედეგი - ფოტო, სადაც საბერძნეთში ამ ზაფხულს გაჩენილი ხანძრის მასშტაბი ჩანს

ტყის ხანძრის გამანადგურებელი შედეგი - ფოტო, სადაც საბერძნეთში ამ ზაფხულს გაჩენილი ხანძრის მასშტაბი ჩანს

საბერძნეთშო ტყის ხანძრებმა ტყის უდიდესი მასივი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის პოლიციამ ქვეყანაში გამძვინვარებული ტყის ხანძრების გაჩენისთვის 79 ადამიანი დააკავა.

სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა განაცხადა, რომ ათენის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პარნითას მთაზე ცეცხლსასროლი იარაღით ხანძრის გაჩენის რამდენიმე მცდელობას ჰქონდა ადგილი. ინციდენტებს იძიებს საბერძნეთის პოლიცია და სადაზვერვო სამსახური.

ამ ფოტოს კი სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს, სადაც ხანძრის გამანადგურებელი შედეგი ჩანს.