ავტორი:

იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი ავრცელებენ.

პიანტედოსის თქმით, იტალიის ქალაქ სალერნოში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. იტალიის პოლიციამ მათგან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირადღირებული საათების კონფისკაცია მოახდინა.

"კმაყოფილებას და მადლიერებას ვგრძნობ დღეს სალერნოში სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის პროკურატურის მიერ კოორდინირებული გამოძიების ნაწილი იყო, რამაც შედეგად მოიტანა ბინების ძარცვაში სპეციალიზებული დაჯგუფების წევრების დაკავება,” - განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პანტედოსიმ.