ავტორი:

ძლიერი წვიმა თბილისში - მერია მოსახლეობას აფრთხილებს: "დატბორილია ქუჩები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები... თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან"

ძლიერი წვიმა თბილისში - მერია მოსახლეობას აფრთხილებს: "დატბორილია ქუჩები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები... თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან"

დედაქალაქში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელ სახლებში წყალი ჩაუვიდა.

განსაკუთრებულად დაზარალდა გლდანის მოსახლეობა. ამ დრომდე რაიონის მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

  • საკრებულოს "ქართული ოცნების“ დეპუტატის გლდანის რაიონის მაჟორიტარის კონსტანტინე ზარნაძის განცხადებით, გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორია უკვე გასუფთავებულია.

"გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ამოტუმბულია. არანაირი საფრთხე არ არსებობს. მუშაობენ გადაუდებელ საქმეთა მართვის სამსახურის თანამშრომლები, ადგილზეა გამგეობის ყველა თანამშრომელი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელია გამოსული. მინდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

  • დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას არ ახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში.

"ძალიან დიდი ნალექი იყო ხანმოკლე პერიოდში. არ ვიცი, არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში. გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით. გლდანის რაიონში იყო, ასევე დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარედ. ახლაც მუშაობენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

  • მერიამ აღნიშნულთან დაკავშრებით საგანგებო განცხადება გააკეთა და მოსახლეობას ქუჩებში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები - მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.

"თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები”, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: