ვაკეში, თამარაშვილის გამზირზე კლდის მასა ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები სოიალურ ქსელში ავრცელებენ.
"რამხელა კლდე ჩამოიშალა, 112-ში დავრეკე და იქნებ სწრაფი რეაგირება მოჰყვეს. შეიძლება ისევ ჩამოიშალოს." - აცხადებს მოქალაქე შემთხვვეის ადგილიდან.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მიწის მასის ჩამოშლამ მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდა
ადგილზე მერიის სამსახურია მობილიზებული.
ასევე იხილეთ: