ავტორი:

"უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა" - ირაკლი ბენდელიანი

"უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა" - ირაკლი ბენდელიანი

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პრევენციის მიზნით წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ ირაკლი ბენდელიანმა ლაივ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, თამარაშვილზე ქვათაცვენა დაფიქსირდა და კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი ჯგუფები გადაჰყავს ადგილზე.

"ნალექის შედეგად, რამდენიმე უბანში ქვიშა-ხრეში გზაზე ჩამოტანილია, მას შემდეგ, რაც წვიმა გადაიღებს "თბილსერვისი" მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს, რომ დასუფთავდეს.

გვქონდა შემთხვევა, როდესაც ხეები მოტყდა. "ეკოსერვისის" სამსახური ჩართულია ახლაც, ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას. ახალ გზაზე, მოსახლეობამ იცის, რომ ბადეებს, ჯებირებს ვაკეთებთ ქვათაცვენის საწინააღმდეგოდ. უშუალოდ გზის შემზღუდავი ჯებირები იყო წაქცეული, რომელიც მაშინვე გასწორდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პრევენციის მიზნით მოხდა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის დროებით შეზღუდვა. თამარაშვილზე ერთი ლოკაციაა, სადაც ქვათაცვენა დაფიქსირდა, კონტრაქტორს უკვე გადმოჰყავს ტექნიკა და მთელი ღამე გაგრძელდება სამუშაოები. მთელი ქალაქის მასშტაბით გვექნება მობილიზება, რომ დილით გზებზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს“,- აღნიშნა ბენდელიანმა.