29 აგვისტოს, თბილისში ძლიერმა წვიმამ რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა, ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რათა დილით გადაადგილება თავისუფალი იყოს.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, ავტორი: ვანო გორგიშვილი.







