ავტორი:

შალვა რამიშვილი მესამედ დაოჯახდა - ვინ არის მისი რჩეული?

შალვა რამიშვილი მესამედ დაოჯახდა - ვინ არის მისი რჩეული?

PosTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი მესამედ დაოჯახდა. ქორწილის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მეგობრებმა გამოაქვეყნეს. ტელეწამყვანის რჩეული მარიამ ტარიელაშვილია. ქალი ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ რამიშვილი სკანდალში გაეხვა. POSTV- ის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ჟურნალისტები - გვანცა ბუდაღაშვილი და მაკო ჯაბუა ადანაშაულებდნენ და ისინი წლების წინ მომხდარ ფაქტებს იხსენებდნენ. თუმცა ეს ერთადერთი ფაქტი არ გახლდათ რამიშვილის კარიერაში. მანამდე სწორედ იგივე ბრალდებით ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ სასამართლოში უჩივლა.

შალვა რამიშვილი ორჯერ უკვე იყო დაოჯახებული. პირველი მეუღლე თეა აბაშმაძე გახლდათ, რომელთანაც სამი ვაჟი ჰყავს. მეორედ რამიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხატია ეკიზაშვილზე იქორწინა. ეკიზაშვილი ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების“ მენეჯერია. წყვილს ერთი საერთო შვილი ალექსანდრე რამიშვილი ჰყავს. მათი ოჯახი ქორწინებიდან რამდენიმე წელში დაინგრა.

ქორწილის შემდეგ თაფლობის თვეს რამიშვილი მეუღლესთან ერთად პორტუგალიაში ატარებს.