ავტორი:

ფსკოვის აეროპორტში დრონით თავდასხმის შედეგად "ილ-76" ტიპის თვითმფრინავები დაზიანდა - რას წერს რუსული მედია?

ფსკოვის აეროპორტში დრონით თავდასხმის შედეგად "ილ-76" ტიპის თვითმფრინავები დაზიანდა - რას წერს რუსული მედია?

რუსეთის ქალაქ ფსკოვის აეროპორტში "ილ-76" ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 21 ერთეული ტექნიკა და 65 ადამიანია ჩართული.

საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად "ილ-76" ტიპის 4 თვითმფრინავი დაზიანდა.

მანამდე, რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აეროპორტზე დრონით თავდასხმა მოიგერია. მისივე თქმით, აეროპორტი დროებით დაიხურა. არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.