ავტორი:

"აიაქსში" ახალი ქართული ისტორია იწყება - უკვე ოფიციალურად, გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამული გუნდის ფეხბურთელია

"აიაქსში" ახალი ქართული ისტორია იწყება - უკვე ოფიციალურად, გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამული გუნდის ფეხბურთელია

უკვე ოფიციალურად, გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის "აიაქსის“ ფეხბურთელია. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთახნმება მიღწეულია და გიორგიმ ამსტერდამულ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

ფრანგული "მეციდან" მისი ტრანსფერი დაახლოებით, 19 მილიონი ევრო დაჯდა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, გიორგი მიქაუტაძე აქამდე თამაშობდა ფრანგული "მეცის“ რიგებში. გუნდი გასულ სეზონში ლიგა 2-ში ასპარეზობდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში გადასვლა შეძლო და ამაში გიორგიმ უდიდესი როლი შეასრულა.

"აიაქსი" გულშემატკივარს გიორგის შესახებ ვიდეოს უზიარებს:

აღსანიშნავია, რომ "აიაქსში" მიქაუტაძის გადასვლით ახალი ქართული ისტორიის დაწერა დაიწყო. მანამდე ამ გუნდში შოთა არველაძე თამაშობდა.