ავტორი:

უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ე.წ. საარჩევნო უბანს დაარტყეს, სადაც "არჩევნებისთვის“ ემზადებოდნენ

უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ე.წ. საარჩევნო უბანს დაარტყეს, სადაც "არჩევნებისთვის“ ემზადებოდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ე.წ. საარჩევნო უბანს დაარტყა, სადაც „არჩევნებისთვის“ მზადება მიმდინარეობდა.

მედიის ცნობით, დარტყმა ქალაქ კამენკა-დნეპროპეტროვსკაიაში მდებარე „საარჩევნო უბანზე“ განხორციელდა იმ დროს, როდესაც იქ „საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების“ შეკრება მიმდინარეობდა.

შეკრებაზე 30-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, მათ დაცვას „კადიროველები“ უზრუნველყოფდნენ.

"შეკრების დროს ბიულეტენების და საარჩევნო კაბინების დარიგება იყო დაგეგმილი. თავდასხმა რამდენიმე ტალღით განხორციელდა. ზუსტი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ ბევრ დაჭრილზე უკვე ახლაც არის ცნობილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.