ავტორი:

"ადამიანი ქვევრში კი არ იგუდება, სპირტიანობამ, ტოქსიკურმა აირმა შესაძლოა მას გული გაუჩეროს" - რას ამბობს მეღვინე ე.წ. ჭაჭის აირზე, რომელმაც ბაღდათში 2 ადამიანი იმსხვერპლა

"ადამიანი ქვევრში კი არ იგუდება, სპირტიანობამ, ტოქსიკურმა აირმა შესაძლოა მას გული გაუჩეროს" - რას ამბობს მეღვინე ე.წ. ჭაჭის აირზე, რომელმაც ბაღდათში 2 ადამიანი იმსხვერპლა

გუშინ, ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში ჭაჭა ჰქონდა, რომლის გამოხდაში მეზობლები ეხმარებოდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქვევრში ჩასული 27 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, მამაკაცების გარდაცვალება, სავარაუდოდ, ჭაჭისგან დაგროვილმა ტოქსიკურმა აირმა გამოიწვია.

რას წარმოადგენს ეს აირი, ამის თაობაზე ambebi.-ge ცნობილ ახაშენელ მეღვინეს ვახტანგ სირბილაშვილს გაესაუბრა:

"ზოგადად, ღვინის დუღილის დროს გამოიყოფა სპირტის აირები (შაქრიანობიდან გამომდინარე, ღვინოს სპირტიანობა უჩნდება) - დაღვინებისას ქვევრის კედლები სპირტითაა გაჯერებული. ამ ადამიანების გარდაცვალება აირმა თუ გამოიწვია, სამედიცინო ექსპერტიზა მათ ორგანიზმში ამას აღმოაჩენს. ადამიანი ქვევრში კი არ იგუდება, სპირტიანობამ, ტოქსიკურმა აირმა შესაძლოა მას გული გაუჩეროს. ღვინის სპირტი პირდაპირ, მაშინათვე მოქმედებს ფილტვებზე, სისხლსა და ტვინზე. ვინაიდან ქვევრში ღვინის სპირტიანობაა, იქ ასე უბრალოდ ჩასვლა და დიდხანს გაჩერება არ შეიძლება (ეს შეუძლებელიცაა), თუ ჩახვალ, მალე უნდა ამოხვიდე. ზოგადად, ქვევრის შენახვა - მოვლა-პატრონობა ძალიან ძნელია იმიტომ, რომ ამის მცოდნე ხალხს ვეღარც ნახავთ რაიონებში. მე, მაგალითად, დიდი ქვევრები აღარც მაქვს, პატარა ქვევრებს ვიყენებ, უფრო ქარხნული და გლეხური წესით ვაყენებ ღვინოს. ჩვენთან, რაიონში მოწამლვის ფაქტები აღარ გვაქვს, თუმცა ადრე, ქვევრებში, მაქსიმუმ, გული უწუხდებოდათ, ამიტომ აღარავინ ჩადის ქვევრში, იციან, რომ არ უნდა ჩავიდნენ. როცა დაღვინებისთვის და, მით უმეტეს, ღვინის შესანახად ქვევრს იყენებენ, ის ქვევრი გაჟღენთილია სპირტიანობით და რაც უნდა ხეხო, რეცხო, მას ვერ მოაშორებ. ამ სპირტიანობით ღვინო თავის დამცავ ბარიერს იკეთებს, ისე ვერც შეინახავ. ვინმეს თუ ჰგონია, ღვინოს თიხა ინახავს, ძალიან ცდება - ქვევრში როცა ღვინო ჩაისხმება, ჭურჭელი ისე იჟღინთება აირით, წლების განმავლობაში თავის დამცავ გარსს იკეთებს. სხვადასხვა სეზონებზე ყურძენი რომ იწურება და ქვევრში ღვინო ისხმება, ის თავს ამ აირებით ინახავს. სუნი და სპირტიანობა ქვევრიდან ვერ გამოდის, მუდმივად რჩება. ბაღდადში ჭაჭა ახლა, ასე გვიანობამდე ჰქონდათ? საკითხავია, როდინდელი იყო, 1 წლისწინანდელს რაღა უნდა ახლა ქვევრში? წარმოუდგენელია... ქვევრში გაჩერება ყოვლად დაუშვებელია, ალბათ უცოდინრობით მოუვიდათ, სამწუხაროა...“

იხილეთ ასევე: