ავტორი:

"პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რადგან ამ ქვეყანამ აფხაზეთი აღიარა" - როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა კალათბურთელებს ვენესუელასთან გამარჯვება (ვიდეო)

"პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რადგან ამ ქვეყანამ აფხაზეთი აღიარა" - როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა კალათბურთელებს ვენესუელასთან გამარჯვება (ვიდეო)

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა ანგარიშით 70:59 და შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

გამარჯვებულებთან გასახდელში შევიდა კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც ჩვენს ბიჭებს მიულოცა წარმატებით ასპარეზობა და მადლობა გადაუხადა.

ასევე აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება როგორც სპორტული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო. წულუკიანმა ამ კონტექსტში გაიხსენა ის ფაქტი, რომ ვენესუელამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

"სპორტულად ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი (გამარჯვება), რადგან ეს ის ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთი თავის ტვინში წაგვართვა და აღიარა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ ორი მიმართულებით ჩვენ ისინი დავჯაბნეთ სამაგალითოდ და მადლობა თქვენ ამისთვის", - აღნიშნა წულუკიანმა.