ავტორი:

არმაგედონი რუსებისთვის - როგორ იძიეს შური უკრაინელებმა ფსკოვის დივიზიაზე, რომელიც აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში ქართველებს ხოცავდა

არმაგედონი რუსებისთვის - როგორ იძიეს შური უკრაინელებმა ფსკოვის დივიზიაზე, რომელიც აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში ქართველებს ხოცავდა

ფსკოვის 76-ე გვარდიული სადესანტო-მოიერიშე დივიზიის დანაყოფები კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა 1989 წლის 9 აპრილს, 1992-93 წლების აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში და ქართველებს ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, თუმცა ჩვენს მაგივრად დღეს დილას შური უკვე იძიეს...უკრაინულმა დრონებმა, რომლებმაც ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე ნამდვილი არმაგედონი მოაწყვეს...

ფაქტობრივად, უკრაინული დრონების ოპერატორებმა გამოიყენეს ის ტაქტიკა, რაზეც 27 აგვისტოს ჩემს ბლოგში "უხიფათო“ დრონების ჯგუფით მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის "გახარჯვა"... ვწერდი-ცრუ სამიზნეებით მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემის "გადატვირთვის" შემდეგ რუსეთის ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა კამიკაძე-დრონებით გაგრძელდა და შედეგიც შთამბეჭდავია-არანაკლებ 4 ერთეული Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი განადგურებულია, ასევე საჰაერო დარტყმა განხორციელდა იმავე ფსკოვში მდებარე სამხედრო ნაწილზე, სადაც ფსკოვის მედესანტეთა ყველაზე ელიტური შენაერთი-სპეციალური დანიშნულების მე-2 ცალკეული ბრიგადაა დისლოცირებული, რომელიც ასევე ემორჩილება რუსეთის გენშტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს-"გე-ერ-უ" -ს და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 2008 წლის 8 აგვისტოს ქართულ მიწაზე შემოიჭრა...ფსკოვის 76-ე გვარდიული სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ოპერატიულობა ანუ მისი საბრძოლო დანაყოფების ოპერატიულად გადასროლა, მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 334-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკზე, რომელიც ფსკოვის აეროდრომზე ბაზირებს.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="BILD_Russian/11428" data-width="100%"></script>

Google Earth Pro -ს განახლებულ თანამგზავრულ ფოტოზე, რომელიც სულ ახლახანს, 2023 წლის 24 ივნისსაა გადაღებული, კარგად მოჩანს ფსკოვის აეროდრომზე განთავსებული საავიაციო ტექნიკა, მათ შორის 23 ერთეული Ил-76 ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლებიც დიდი ხანია „მსუყე ლუკმას“ წარმოადგენდნენ უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის... გააგრძელეთ კითხვა