ავტორი:

ბახმუტთან, საბრძოლო დავალების შესრულებისას, 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა - რას წერს უკრაინული მედია

ბახმუტთან, საბრძოლო დავალების შესრულებისას, 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა - რას წერს უკრაინული მედია

დონეცკის ოლქში, ბახმუტთან საბრძოლო მისიის შესრულების დროს 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია იგორ სიკორსკის სახელობის მე-18 ცალკეული არმიის საავიაციო ბრიგადის პრესსპიკერზე, ევგენი რაკიტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"29 აგვისტოს, ბახმუტის სექტორში იგორ სიკორსკის სახელობის მე-18 ცალკეული არმიის საავიაციო ბრიგადის ექვსი მფრინავი. ეს მოხდა საბრძოლო დავალების შესრულებისას", - განაცხადა რაკიტამ.

მისივე თქმით, ექვსივე პილოტს ოფიცრის წოდება ჰქონდა და რომ ინციდენტის დეტალები უსაფრთხოების მიზეზების გამო არ საჯაროვდება.