ავტორი:

რუსეთის აეროპორტების ნაწილში, საფრთხის გამო, ფრენები გადაიდო - ამოქმედდა გეგმა, ე.წ. საფარი - რას გულისხმობს ეს გეგმა და როგორია ვითარება ამ დროისთვის

რუსეთის აეროპორტების ნაწილში, საფრთხის გამო, ფრენები გადაიდო - ამოქმედდა გეგმა, ე.წ. საფარი - რას გულისხმობს ეს გეგმა და როგორია ვითარება ამ დროისთვის

რუსეთის აეროპორტების ნაწილში რეისების გადაიდო. მიზეზი არსებული საფრთხეა. რუსული მედიის ინფორმაცით, ქვეყანაში ამოქმედდა გეგმა, ე.წ. საფარი.

  • გეგმა "საფარი" საჰაერო სივრცის გამოყენებას ეხება და მთავრობის დადგენილებით, მოქმედებაში მოჰყავთ მაშინ, როცა რაიმე ობიექტი რუსეთის სახელმწიფო საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს. დამრღვევი ობიექტის წინააღმდეგ გამოიყენება იარაღი, ან სხვა საბრძოლო ტექნიკა. ასევე, გეგმა მოქმედებაშია მაშინაც, როდესაც საჰაერო სივრცეში ამოუცნობი საჰაერო ხომალდი “ან სხვა მატერიალური ობიექტია”. გეგმის მიხედვით, ყველა საჰაერო ხომალდმა, გარდა სამძებრო, სამაშველო და დამრღვევის წინააღმდეეგ მოქმედისა, უნდა გადადოს რეისი, ან განახორციელოს დაუყოვნებლივ დაჯდომა.

სწორედ აღნიშნული გეგმის მოქმედების ფარგლებში, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში გადაიდო ფრენები, რომლებიც დღეს დილით 5:00 და 6:00 საათზე უნდა შესრულებულიყო იგივე ეხება რამდენიმე ღამის რეისსაც. რეისები ასევე გადაიდო შერემეტოვოს აეროპორტშიც.

შეფერხება არის დემოდედოვოს აეროპორტშიც. არსებული ინფორმაციით, ვნუკოვოში გადაიდო 24 რეისი, ხოლო დემოდედოვოში - 31.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ვოსკრესენსკის ურბანულ რაიონში დრონი ჩამოაგდო, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა. ამის შესახებ ცნობას მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ავრცელებს.

"დღეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვოსკრესენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა“, - წერს მერი.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაზიანება არ არის.