ავტორი:

იტალიაში მატარებელი დაეჯახა მუშებს, რომლებიც ლიანდაგის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ

იტალიაში მატარებელი დაეჯახა მუშებს, რომლებიც ლიანდაგის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მატარებელი ხუთ მუშას დაეჯახა, რომელიც ლიანდაგის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ინფორმაციას იტალიური სააგენტო ANSA ავრცელებს.

"ინციდენტი ტურინთან ახლოს მოხდა. მატარებელი 160 კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობდა, გაუგებარი მიზეზებით, ის იმ ლიანდაგზე აღმოჩნდა, სადაც 7 კაცისგან შემდგარი სარემონტო ბრიგადა მუშაობდა. ვერც მემანქანემ, ვერც ბრიგადის უმეტესმა ნაწილმა რეაგირება ვერ მოასწრეს. ხუთი მუშა ადგილზე დაიღუპა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილზე რეგიონის პრეზიდენტი, პიემონტ ალბერტო ჩირიო მივიდა.

უბედური შემთხვევის გამო, 16 რეგიონული მატარებლის რეისი გაუქმდა, კიდევ 12 ცხრილის ცვლილებით იმოძრავებს ან ავტობუსებით ჩანაცვლდება.

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მატარებელი ხუთ მუშას დაეჯახა, რომელიც ლიანდაგის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.