ავტორი:

"ასეთი რამ პირველად ვნახე" - თვითმხილველების თქმით, ადამიანები ფანჯრებიდან ხტებოდნენ, ზოგი ბავშვს აგდებდა: იოჰანესბურგში ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა (ფოტოები)

"ასეთი რამ პირველად ვნახე" - თვითმხილველების თქმით, ადამიანები ფანჯრებიდან ხტებოდნენ, ზოგი ბავშვს აგდებდა: იოჰანესბურგში ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა (ფოტოები)

სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგის მრავალსართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობამ 73-ს მიაღწია.

ხუთსართულიან შენობას ადგილობრივები "არაფორმალურ დასახლებას" უწოდებენ, რადგან მას უსახლკარო ადამიანები აფარებდნენ თავს. ბოლო ცნობით, დაშავებულია სულ 55 ადამიანი.

ხელისუფლების თქმით, ამ დროისთვის ხანძარი მეტწილად ლიკვიდირებულია.

ბევრი ადამიანი აფექტის მდგომარეობაში შენობის ფანჯრიდან ხტებოდა. ერთ-ერთი თვითმხილველის ცნობით, მან დაინახა, თუ როგორ გადმოხტა ზრდასრული მამაკაცი მეოთხე სართულიდან.

იოჰანესბურგის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. "20 წელია მაშველი ვარ და ასეთი რამ პირველად ვნახე",- ამბობს ის.

თვითმხილველებმა ასევე დაინახეს, თუ როგორ ისროდა ფანჯრიდან ზოგიერთი პანიკაში მყოფი მაცხოვრებელი ბავშვებს. მსხვერპლთა შორის 7 ბავშვია, მათ შორის ყველაზე პატარა კი, 1 წლისაა.

მიტოვებული და დანგრეული შენობები ამ მხარეში გავრცელებულია და ხშირად აქ თავს უსახლკარო ადამიანები აფარებენ. უბანში ასევე ხშირია ელექტრო მომარაგების შეწყვეტის შემთხვევებიც, რა დროსაც ხალხი სანთელს ანთებს. სამართალდამცავები პირველადი მტკიცებულებების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ხანძარი სწორედ უშუქობისას ანთებული სანთლიდან გაჩნდა.

<iframe width="1080" height="608" src="https://www.youtube.com/embed/9siTlExonhY" title="At least 73 dead in 5-storey building fire in South Africa" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა