ავტორი:

რა უნდა იცოდეს საოჯახო საქმეებიდან ბავშვმა 5, 10 და 15 წლის ასაკში

რა უნდა იცოდეს საოჯახო საქმეებიდან ბავშვმა 5, 10 და 15 წლის ასაკში

თანამედროვე სამი წლის ასაკის ბავშვმა იცის, როგორ გადმოწეროს აპლიკაციები მობილური ტელეფონში და როგორ გამოიყენოს უცხოენოვანი სიტყვები ყოველდღიურ მეტყველებაში. თანამედროვე სამყარო მათ ამისკენ უბიძგებს და მშობლებიც უზარმაზარ რესურსებს დებენ შვილების განათლებასა და განვითარებაში. ზოგადად, ამაში არაფერია ცუდი, რომ არა ერთი "მაგრამ"...

ბავშვი შეიძლება ორ უცხ ენაზე საუბრობდეს და საკუთარი თავის ელემენტარული მომსახურებაც არ შეეძლოს. მაგალითად, გაათბოს საჭმელი და მშიერი არ დარჩეს, მოიწესრიგოს ტანსაცმელი და ნივთები. ეს ცხადყოფს, რომ მისი განვითარება არ არის ჰარმონიული - ზოგიერთი სფერო ძალიან კარგად განვითარდა, ზოგი კი ბევრად ჩამორჩება. ამან შეიძლება მომავალში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

დამოუკიდებლობას 2 წლიდან უნდა მიეჩვიოთ.მშობლები ხშირად კითხულობენ, რა ასაკში შეიძლება დაავალო ბავშვს პირველი საოჯახო საქმეები? რაც უფრო მალე დაიწყება „დამოუკიდებელი ცხოვრების“ სკოლა, მით უკეთესი.

ორი წლის ასაკიდან ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად დააბრუნოს სათამაშოები თავის ადგილზე, წაიღოს დასვრილი სამოსი გასარეცხებში, დაეხმაროს დედას ყვავილების მორწყვაში, შინაური ცხოველების თასში საკვები ჩაამატოს და ჩაერთოს ბევრი რამეში, რასაც დედა აკეთებს. რა თქმა უნდა, თავიდან ყველაფერი სრულყოფილად არ გამოუვა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისწავლის უფრო და უფრო ხარისხიანად გააკეთებს.

რაც უფრო ადრე დაიწყებთ ბავშვების საოჯახო საქმეებში ჩართვას, მით უფრო ადვილი იქნება მათთვის სასარგებლო ჩვევების შეძენა. უფრო მეტიც, ამ ასაკში ბავშვებს თავად სურთ დახმარება. ისარგებლეთ მომენტით, თორემ ძალიან მალე ხვეწნა მოგიწევთ, რომ საკუთარი თეფში ნიჟარამდე მიიტანოს.

რა არის ცუდი იმაში, რომ ბიჭმა დალაგება იცოდეს და საკუთარი მაისურის გარეცხვა შეეძლოს?საოჯახო საქმეებს სქესის მიხედვით ნუ გამიჯნავთ. ოჯახის თითოეულმა წევრმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს საერთო ოჯახურ კეთილდღეობაში. მეტიც, უცნობია, როგორ წარიმართება ჩვენი შვილების ცხოვრება მომავალში. რა არის ცუდი იმაში, რომ ბიჭს საკუთარი თავის მოვლა შეეძლოს?

ასევე არ იქნება ზედმეტი, რომ გოგონას საყოფაცხოვრებო ტექნიკის მუშაობის პრინციპები ესმოდეს და შეეძლოს დამწვარი ნათურის შეცვლა თუ ელემენტარული მოწყობილობის აწყობა-შეკეთება ისე, რომ სხვაზე არ იყოს დამოკიდებული. რაც უფრო მეტ ყოველდღიურ უნარებსა და შესაძლებლობებს შეიძენს ბავშვი, მით უფრო მშვიდად შეუძლიათ მშობლებს ყოფნა.

მოდით შევხედოთ სამ ძირითად ასაკს - 5, 10 და 15 - და ვნახოთ, რა უნდა შეეძლოთ ბავშვებს ამ ასაკში.

5 წელი: პასუხისმგებლობების სპექტრის გაფართოება

ხუთი წლის ბავშვს შეიძლება უსაფრთხოდ მიანდოთ მარტივი საოჯახო საქმეები, მაგრამ ჯერჯერობით მშობლების კონტროლის ქვეშ. მან უკვე იცის სათამაშოების დალაგება-გასუფთავებს, ჭუჭყიანი სარეცხის კალათაში ჩაყრა, შინაური ცხოველისთვის საკვების მიცემა, ავეჯიდან მტვრის გაწმენდა.

ამ ასაკში შეგიძლიათ გააფართოვოთ მისი საყოფაცხოვრებო მოვალეობები. მაგალითად, ასწავლეთ საწოლის დალაგება, ნაგვის გატანა, მაგიდის გაშლასა და ალაგებაში დახმარება. მარტივი საუზმის მომზადებაც - დაასხას რძე, სცადოს ომლეტის გათქვეფა, ბუტერბროდის მომზადება და ა.შ.

ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვს ვასწავლოთ სიტუაციის გამოსწორება, თუ რამე დაღვარა, დაყარა ან წააქცია. წესრიგი ნელ-ნელა ჩვევაში უნდა გადაუვიდეს.

10 წლის: იცის თითქმის ყველაფერი, რისი გაკეთებაც დედას შეუძლია10 წლისთვის საყოფაცხოვრებო საქმის შესასრულებელი სია კიდევ იზრდება: ალაგება, ჭურჭლის გარეცხვა, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩატვირთვა და ამოლაგება, მაღაზიიდან მოტანილი პროდუქტების დახარისხება და შენახვა, ბოსტნეულის და ხილის გარეცხვა და შენახვა, მარტივი საკვების მომზადება. კვება დამოუკიდებლად, ძაღლის გასეირნება (გარდა დიდი ჯიშებისა), საწოლის დალაგება, უმცროსი და-ძმებითვის ყურადღების მიქცევა და ა.შ. განაგრძეთ კითხვა