ავტორი:

კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე "რეალს", "ბრაგასა" და "უნიონს" დაუპირისპირდება

კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე "რეალს", "ბრაგასა" და "უნიონს" დაუპირისპირდება

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირზე ოთხი ქართველის გუნდი მიიღებს მონაწილეობას: "ნაპოლი" (ხვიჩა კვარაცხელია), "შახტარი" (ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი) და "კოპენჰაგენი" (დავით ხოჭოლავა) - გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად განაწილდნენ:

A ჯგუფი: "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "კოპენჰაგენი", "გალათასარაი"

B ჯგუფი: "სევილია", "არსენალი", პსვ, "ლანსი"

C ჯგუფი: "ნაპოლი", "რეალი", "ბრაგა", "უნიონი"

D ჯგუფი: "ბენფიკა", "ინტერი", "ზალცბურგი", "სოსიედადი"

E ჯგუფი: "ფეიენოორდი", "ატლეტიკო", "ლაციო", "სელტიკი"

F ჯგუფი: პსჟ, "დორტმუნდი", "მილანი", "ნიუკასლი"

G ჯგუფი: "მანჩესტერ სიტი", "ლაიფციგი", "ცრვენა ზვეზდა", "იანგ ბოიზი"

H ჯგუფი: "ბარსელონა", "პორტუ", "შახტარი", "ანტვერპენი"

ჯგუფური ეტაპის პირველი ტური 19-20 სექტემბერს გაიმართება.

sportall.ge