ავტორი:

"თავიდან "ნაცობა" დამაბრალეს, შემდეგ "ქოცი" ხარო, შემდეგ რაღაც უაზრობა სტატია გამივრცელეს. არ ვიცი რისი მიღწევა გინდათ" - რას წერს შოვში, მეწყერს გადარჩენილი დავით ჯელაძე

"თავიდან "ნაცობა" დამაბრალეს, შემდეგ "ქოცი" ხარო, შემდეგ რაღაც უაზრობა სტატია გამივრცელეს. არ ვიცი რისი მიღწევა გინდათ" - რას წერს შოვში, მეწყერს გადარჩენილი დავით ჯელაძე

შოვში, მეწყერში მოყოლილი დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერობას სწამებენ, რის გამოც ის უკმაყოფილებას გამოთქვამს.

"თავიდან "ნაცობა" დამაბრალეს, შემდეგ "ქოცი" ხარო, შემდეგ რაღაც უაზრობა სტატია გამივრცელეს არ ვიცი რისი მიღწევა გინდათ ჩემით, მოკლედ ძაან დალაგებულ ქვეყანაში ვცხროვრობთ.." - წერს დავით ჯელაძე.

ცნობისთვის, დავით ჯელაძე შოვში სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩა. მან ტალახის მასიდან მხრებზე შემოსმული გამოიყვანა თავისი პატარა დიშვილი.

დაით ჯელაძეს იმდენად დიდი დაბრკოლების გადალახვა მოუწია გადარჩენისთვის, რომ ზოგიერთ მაღალი რანგის პოლიტიკოსს დაჯერებაც კი გაუჭირდა, თუ რამდენად ჰყვებოდა სიმართლეს ჯელაძე.

მაგალითად "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. კობახიძემ თქვა, რომ "პრაქტიკულად წარმოუდგენელია" იმ გზის გავლა მეწყერის დროს, რაც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოყოლილმა დავით ჯელაძემ დისშვილთან, პატარა მაშოსთან ერთად გაიარა.

თუმცა, მოგვიანებით, მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ დავით ჯელაძეს "გული ატკინა".

ასევე იხილეთ: