ავტორი:

"ომი, შეიძლება, 2023 წელს დასრულდეს" - ზელენსკი

"ომი, შეიძლება, 2023 წელს დასრულდეს" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი, შეიძლება, წლის ბოლომდე დასრულდეს, მაგრამ გარკვეული პირობებით. პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის დასრულების თარიღზე საუბარი რთულია, მაგრამ ეს შეიძლება უახლოეს თვეებში, 2023 წელს მოხდეს. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის უკრაინის კონტრშეტევის წარმატებაზე.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრონტზე განვითარებული მოვლენები გადამწყვეტი იქნება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.

ასევე, მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში მიწვევამ შეიძლება "ომის დასასრული მოაახლოვოს“. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი მხოლოდ ომის შემდეგ გახდება, მაგრამ გაწევრიანებაზე მიწვევა ადრე შეუძლია მიიღოს.