ავტორი:

პენტაგონმა უკრაინისთვის AMRAAM-ის რაკეტები შეუკვეთა

პენტაგონმა უკრაინისთვის AMRAAM-ის რაკეტები შეუკვეთა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კომპანია Raytheon-ს უკრაინისთვის საშუალო მანძილზე მოქმედი ჰაერი-ჰაერი კლასის AMRAAM-ის რაკეტები შეუკვეთა.

ამერიკული კომპანია Raytheon Missiles and Defense-ი 192 მილიონი დოლარის ღირებულების AMRAAM-ის რაკეტებს სხვადასხვა წყაროდან შეიძენს. მიწოდების თარიღები და რაკეტების რაოდენობა, რომელთა შეძენაც იგეგმება, არ საჯაროვდება.

პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტების შეძენა დაგეგმილია 2024 წლის 29 ნოემბრამდე. საჭირო თანხა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფონდიდან გამოიყოფა.

AMRAAM რაკეტები აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყველა ტიპის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავის მთავარი საჰაერო იარაღია. რაკეტები ასევე ემსახურება ნატო-ს ქვეყნებისა და აშშ-ის სხვა მოკავშირეების მოიერიშე თვითმფრონავებს.