ავტორი:

"უკრაინამ Abrams-ის პირველი 10 ტანკი, შესაძლოა, სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღოს" - Politico

"უკრაინამ Abrams-ის პირველი 10 ტანკი, შესაძლოა, სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღოს" - Politico

უკრაინელი ჯარისკაცების ჯგუფმა ამერიკულ M1 Abrams-ის ტანკებზე საწვრთნელი პროგრამა დაასრულა, - Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობის პრესსპიკერმა, მარტინ ო'დონელმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიაში, აშშ-ის არმიის საწვრთნელ ტერიტორიებზე, დაახლოებით 200 უკრაინელი გადიოდა სწავლებას და ჯარისკაცებმა ახლახან დაასრულეს პროგრამის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ჰოჰენფელსის საწვრთნელ ზონაში.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, გამოცემას განუცხადა, რომ უკრაინა Abrams-ის 31 დაპირებული ტანკიდან 10-ს სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღებს.

Politico წერს, რომ დასავლელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, ტანკების მიღება უკრაინის თავდაცვის ძალებს მიმდინარე კონტრშეტევაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.