ავტორი:

სილქნეტი - წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

სილქნეტი - წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 5 წლისაა.

საიუბილეო სეზონი ცნობილი მაესტროს, აშშ-ის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ციურიხის ოპერის მუსიკალური დირექტორის ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით გაიხსნა. შვიდი ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი, პარტნიორობას უწევდა გამოჩენილ პიანისტს იეფიმ ბრონფმანს. შესრულდა რობერტ შუმანის და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოები.

ფესტივალის ჯადოსნურ დღეებს ტრადიციულად კომპანია სილქნეტი წარადგენს.

10 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოში ცნობილი დირიჟორებისა და შემსრულებლების ვარსკვლავური შემადგენლობა წინანდლის ისტორიულ მამულში მოიყრის თავს. საიუბილეო სეზონზე მაყურებლების წინაშე წარსდგებიან, დირიჟორები: ჯანანდრეა ნოზედა, მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი. სოლისტები: იეფიმ ბრონფმანი, ცოტნე ზედგინიძე, ნობუიუკი ცუჯი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბორის გილტბურგი, ირინა შერაზადიშვილი, ნინო ჟვანია, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, გიორგი გიგაშვილი, ჟულიენ კანტანი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, ლიზა ბათიაშვილი, გოტიე კაპუსონი, ანასტასია აღლაძე, ელენე გოგოძე, ანა გოგოლაძე, თამარ დარასელია, დავით გოგოლაძე, სანდრო ნებიერიძე და 14 წლის ცოტნე ზედგინიძე.

2 სექტემბერს, ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში, სერგეი რახმანინოვის საიუბილეო მარათონს უმასპინძლებს, რომელიც ცნობილ პიანისტ ლექსო თორაძის ხსოვნას ეძღვნება. ამ პროგრამის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარსდგება მსახიობი ნინო კასრაძე, პერფორმანსით, - ჟან კოქტოს პიესიდან „ადამიანის ხმა“.

ფესტივალს დახურავს მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.

ყოველი დღის ბოლოს, ფესტივალის ტრადიციული წარმდგენი, კომპანია სილქნეტი, ქართველი არტისტების საღამოებსაც შეთავაზებს სტუმრებს.

R