ავტორი:

"მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტურნე" - სალომე ზურაბიშვილი

"მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტურნე" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია იმპიჩმენტით ემუქრება ევროპული ტურნეს გამო, გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება.

"მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტურნე, რომლის მიზანი ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა. გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. ქართველ ხალხს თავისი ევროპული მომავლის სჯერა“, - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გუშინ შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები გერმანიაში ვიზიტით დაიწყო.