ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

ევროპულ საბჭოში გამართული შეხვედრის კადრები ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში დღეს გერმანიიდან ჩავიდა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები, გუშინ, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება.