ავტორი:

"დღესავით ნათელია, რომ პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთან დაკავშირებული წარმოდგენები ოლიგარქის დადგმული სპექტაკლია" - მიხეილ სააკაშვილი

"დღესავით ნათელია, რომ პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთან დაკავშირებული წარმოდგენები ოლიგარქის დადგმული სპექტაკლია" - მიხეილ სააკაშვილი

ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება. ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტსა და პარტნიორებთან შეხვედრას.

სააკაშვილი ზურაბიშვილის ევროპაში წასვლა-არწასვლის საკითხს, ამავდროულად, დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

"ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი. ეს შულერის სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ისევე როგორც შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად.

მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღარაა 2012 წელი, ამომრჩეველმა დიდი გამოცდილება მიიღო და არ მოტყუვდება. თანაც, ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება. ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე!“ - წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპაში 31 აგვისტოს დაიწყო.ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ხვდება.