ავტორი:

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკება მოხდა - მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკება მოხდა - მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკება მოხდა. მხარეები ერთმანეთს მთიანი ყარაბაღის საერთო საზღვრთან, საკუთარი ტერიტორიების დაბომბვაში ადანაშაულებენ.

სომხეთის ხელისუფლებამ ორი სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გააკეთა განცხადება, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კი მათი 3 ჯარისკაცის დაჭრის ცნობა გაავრცელა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ სოთქთან აზერბაიჯანის არმიამ მის პოზიციებს შეუტია. აზერბაიჯანი, თავის მხრივ, საპირისპიროს ამტკიცებს და სომხეთს ქელბაჯარის რაიონში დრონებით პოზიციების დაბომბვაში სდებს ბრალს.

იმის მიუხედავად, რომ ყარაბაღში ომი 2020 წლის 10 ნოემბერს შეთანხმებით დასრულდა, სასაზღვრო რაიონებში სიტუაცია რეგულარულად მწვავდება. ბოლო თვეებში განსაკუთრებით მოიმატა დაძაბულობამ და ახლა ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ზავის შეთანხმების დარღვევაში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა