ავტორი:

"ლუკაშენკოს პარანოია აქვს, ყველგან შეთქმულება ელანდება" - ბელარუსში მოქალაქეს, სოციალურ ქსელში საქართველოსა და უკრაინის დროშების გამოქვეყნებისთვის, პატიმრობა მიუსაჯეს

"ლუკაშენკოს პარანოია აქვს, ყველგან შეთქმულება ელანდება" - ბელარუსში მოქალაქეს, სოციალურ ქსელში საქართველოსა და უკრაინის დროშების გამოქვეყნებისთვის, პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა მოქალაქეს, რომელმაც სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე, ფონად საქართველოსა და უკრაინის დროშა დააყენა.

ამის შესახებ ინფორმაციას ekhokavkaza.com ადამიანის უფლებადაცმველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფლებამადამცველთა ცენტრ Вясна-ს ცნობით, ნოვოპოლიცკაში მცხოვრები პირი აცხადებს, რომ მან ორივე ქვეყანაში ჯერ კიდევ ომამდე, 2021 წელს იმოგზაურა, მოიხიბლა და პატივისცემის გამოსახატად, იმავე წლის 8 აგვისტოს, სოციალურ ქსელში ფონად ქართული და უკრაინული დროშების ფოტოები დააყენა.

"ორი წელია ამ პირს ეს ფოტო უყენია, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება და მაშინვე დააკავეს. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახატად მიიღო. ეს ფაქტი კი, უკრაინის ომში მიმდინარე ამბებს უბრალოდ დაემთხვა. თუმცა, ბელარუსის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ყოველივე ომში უკრაინის სოლიდარობად მიიჩნიეს", - წერს ორგანიზაცია.

მომხდარს სოციალური ქსელის მომხმარებლები გამოეხმაურნენ. ბელარუსის მოქალაქეების თქმით, რაც დრო გადის, ლუკაშენკოს დიქტატურა უფრო და უფრო მძაფრდება.

currenttime.tv-ის ცნობით, ჯერჯერობით ბელარუსის სასამართლო არ აკონკრეტებს, რა მუხლით წაუყენეს ბრალიმოქალაქეს. თუმცა, მედია წერს, რტომ საუბარია "არასანქცირებულ პიკეტზე".

მათივე ინფორმაციით, ოფიციალურად, ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე მასშტაბურ ომში არ მონაწილეობს, მაგრამ ლუკაშენკომ ქვეყნის ტერიტორია რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დროებითი დისლოკაციისა და უკრაინისკენ სავალ დერეფნად შესთავაზა.

გარდა ამისა, მათ, ვინც უკრაინის მხარდაჭერას უცხადებს, ციხე ელოდებათ. "3 აგვისტოს, მინსკში მხოლოდ ერთ კომპანიაში 10-მდე ადამიანი დააპატიმრეს, იმიტომ, რომ მათ საჯარო სივრცეში წარმოთქვეს - Слава Украине!

უფრო ადრე, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, მძღოლები, ექიმები და სხვა პროფესიის ადამიანები, "ექსტრემისტული გამოსვლებისთვის", ასევე, სხეულზე "ანტისახელმწიფოებრივო შინაარსის" ტატუებისთვის "БТ убивает", "Русский военный корабль, иди на ***", "Не быць скотам", "Погоня", პოლიციის ფორმაში ჩაცმული ღორის ფორმის ნახატისა და სხვა "პროვოკაციული" წარწერებისთვის დააპატიმრეს.

"ჩვენი ხელისუფლება ხანდახან ისეთ საშინელებებს აკეთებს, ასე მგონია, სტალინისტები ადგნენ. ადამიანმა განმარტა, რატომ დააყენა საქართველოსა და უკრაინის დროშები, ესენი კი საფლავში მიყვებიან, პრეცენდენტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ლუკაშენკოს პარანოია აქვს, ყველგან შეთქმულება ელანდება და მზად არის ყველა ციხეში ჩაგვაყროს", - წერს პოლინა ვოლოტივსკა.

"სხვანაირად პუტინთან როგორ იმეგობრებდა? ახალი ციხე უნდა აშენონ, თორემ საკმარისი არაა. მგონი, ციხეში უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე გარეთ. ახლა უკვე პუტინის ხალხსაც აღარ ენდობა, რადგან ვაგნერელები ჰყავს შეფარებული. ამიტომ ყველგან მტერი ელანდება. საქართველოსა და უკრაინის დროშების ფონად დაყენებას როგორ აპატიებდნენ?" - ამბობს ანდრეი იაციკი.