ავტორი:

"ჩვენი სახლები დაიბზარა, ლამისაა ყველაფერი თავზე დაგვენგრეს" - ცხოვრება მეწყერთან ერთად - რა ხდება რიკოთზე მშენებარე ავტობანზე

"ჩვენი სახლები დაიბზარა, ლამისაა ყველაფერი თავზე დაგვენგრეს" - ცხოვრება მეწყერთან ერთად - რა ხდება რიკოთზე მშენებარე ავტობანზე

"ეს ბზარი იყო აქ?!" - კითხულობს დაუვიწყარი პერსონაჟი ცნობილი ფილმიდან - "ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი", მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს... ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ბოლო ხანებში რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს - გზასთან ახლოს მცხოვრებ ხალხს სახლები დაუზიანდა და სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამ მონაკვეთზე ჩატარებული სამუშაოს ხარისხი, კარგა ხანია, ეჭვს აჩენს, რასაც ადასტურებს რამდენჯერმე ჩამოწოლილი მეწყერი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

ამჯერად ყველაზე რთული მდგომარეობა უბისა-შორაპნის მონაკვეთზეა, რომლის მშენებლობა "ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციამ” 2019 წელს დაიწყო. სოფელ ფუთსა და მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები ოჯახები მუდმივ შიშში არიან:

"ჩვენი სახლები დაიბზარა, ლამისაა ყველაფერი თავზე დაგვენგრეს!"

ხათუნა დოგრაშვილი, ადგილობრივი მაცხოვრებელი:

- სამწუხაროდ, გზის პირას, მშენებარე გვირაბთან ახლოს ვცხოვრობ. რაც ამ გვირაბების გაყვანის გამო აფეთქებები დაიწყეს, ჩემი სახლი სულ დაიბზარა, ფანჯრები ჩამოიფშვნა, როცა კლდეს აფეთქებენ, ფანჯრები თავისით იღება და ამდენი წლის ნაშენები სახლ-კარი თავზე გვენგრევა. სახელმწიფოს ეს ჩინური კომპანია თავის ჭკუაზე ჰყავს მიშვებული და ხალხს რა უჭირს ან რა ულხინს, არ ფიქრობს. სამი შვილი მყავს და უკვე შიშები აქვთ: გამაფრთხილებელი სირენის ხმა რომ ესმით, ეშინიათ და სულ აფეთქების მოლოდინში არიან.

მესმის, რომ ეს გზა საჭიროა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ხალხისთვის ნაკლები ზარალი მოეტანა? ფაქტია, რომ ამ ავტობანის მშენებლობით ყველა ძალიან დავზარალდით: სახლის კედლები დაიბზარა და ჭერიც დაზიანდა, წვიმის დაწყების გვეშინია, რადგან სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ.... განაგრძეთ კითხვა