ავტორი:

ხელჩართული ჩხუბი დელისის მეტროსთან - რა მოხდა ადგილზე: დაკავებულია რამდენიმე პირი (ვიდეო)

ხელჩართული ჩხუბი დელისის მეტროსთან - რა მოხდა ადგილზე: დაკავებულია რამდენიმე პირი (ვიდეო)

მედიაში დელისის მეტროსთან ხელჩართული ჩხუბის კადრები ვრცელდება. როგორც კადრებზე ჩანს, დაპირისპირება არის ახალგაზრდების ჯგუფსა და პოლიციელებს შორის.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი ბიჭი.

ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა "ფორმულას" გადამღებ ჯგუფსაც მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ უღებდნენ, ტელეკომპანიის ცნობით, ასევე დაკავებულია სამი ახალგაზრდა ქალი

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა ქალები შევიდნენ ერთ-ერთ მარკეტში, მოიპარეს პროდუქცია, მათ გარეთ ელოდნენ არასრულწლოვნები. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. პოლიციის მოსვლას კი დაპირისპირება მოჰყვა - ახალგაზრდები დაპურუსპირდნენ პოლიციის თანამშრომლებს.