ავტორი:

"შრომა დამიფასდა...", "ბებოს ცრემლები წამოუვიდა, ეგეთი ბედნიერი როდის იყო, აღარ მახსოვს" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს

"შრომა დამიფასდა...", "ბებოს ცრემლები წამოუვიდა, ეგეთი ბედნიერი როდის იყო, აღარ მახსოვს" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს

ერთიანი ეროვნული გამოცდების სააბოლოო შედეგები ცნობილია.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77 %-მა.

2023 წელს დაფინანსდა 12 000-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 540-ზე მეტმა გამოსაცდელმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი.

ანანო მარგიშვილი იმ წარმატებულ სტუდენტებს შორისაა, რომელმაც სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე უფასოდ ისწავლის.

"კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივირსიტეტში. გამოცდებზე კარგი შედეგები მქონდა, მაღალი ქულები ავიღე. რადგან ყველა გამოცდა კარგად ჩავაბარე, მოლოდინი მქონდა, რომ გრანტს მოვიპოვებდი".

- როგორ მიაღწიე ასეთ შედეგს, დადიოდი რეპეტიტორებთან?

- ქართულზე და მათემატიკაზე დავდიოდი კერძო მასწავლებლებთან. ინგლისურში ჩემით ვემზადებოდი. სულ სამი გამოცდა ჩავაბარე.

- წელს აბიტურიენტები აღნიშნავდნენ, რომ მათემატიკის გამოცდა ძალიან რთული აღმოჩნდა მათთვის. შენ რას გვეტყვი?

- მე მათემატიკაში 51 ქულიდან 47 ქულა ავიღე და არ გამჭირვებია, გამოცდიდანაც მალე გამოვედი და დროც დამრჩა.

- როგორ ფიქრობ, საკმარისია სკოლაში მიღებული ცოდნა გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად?

- თბილისის 32-ე საჯარო სკოლა დავამთავრე. ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით ჩავაბარე. ჩემი აზრით, სკოლაში მიღებული განათლება საკმარისი არ არის. უნივერსიტეტზე კი ვფიქრობ, რომ გარემო და გამოცდილებაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ უნივერსიტეტის იმედად ვერ იქნები, კარიერულ წინსვლაზე და პიროვნულ განვითარებაზე თვითონ უნდა ვიზრუნო....განაგრძეთ კითხვა