ავტორი:

ავჭალაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - რა ვითარებაა ადგილზე

ავჭალაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - რა ვითარებაა ადგილზე

ავჭალის დასახლებაში იპოლიტოვ ივანოვის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.