ავტორი:

აშშ-ში, ციხიდან გაიქცა კაცი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი - ვინ არის ბრაზილიელი დანელო, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ

აშშ-ში, ციხიდან გაიქცა კაცი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი - ვინ არის ბრაზილიელი დანელო, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ

პენსილვანიაში პოლიცია ციხიდან გაქცეულ პატიმარს ეძებს, რომელსაც მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ბრაზილიის მოქალაქე, 34 წლის დანელო კავალკანტე, ხუთშაბათს დილით, ჩესტერის ოლქის ციხიდან გაიქცა. იგი შეყვარებულის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ერთი კვირის წინ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ოფიციალური პირები საზოგადოებას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. პარასკევს, დასავლეთ ჩესტერის უნივერსიტეტმა, რომელიც ციხის მახლობლად მდებარეობს, გამოაცხადა, რომ სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება.

კავალტანე ბოლოს ახლომდებარე პოკოპსონში, ციხიდან გაქცევიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შენიშნეს.

”თუ მას დაინახავთ, არ მიუახლოვდეთ. გთხოვთ, მაშინვე პოლიციას დაუკავშირდით, ის უკიდურესად საშიშ დამნაშავედ ითვლება”, - განაცხადა ჩესტერის ოლქის პროკურორმა დები რაიანმა.

ხელისუფლების ცნობით, კავალკანტემ ყოფილი შეყვარებული, დებორა ბრანდაო მისი შვილების თვალწინ მოკლა - ქალს დანით 38 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.