ავტორი:

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ.

მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადად და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.