ავტორი:

შეტაკება პროტესტანტებებსა და პოლიციას შორის თელ-ავივში - დაშავებულია 160-მდე ადამიანი

შეტაკება პროტესტანტებებსა და პოლიციას შორის თელ-ავივში - დაშავებულია 160-მდე ადამიანი

თელ-ავივში ერიტრეის მთავრობის დიქტატურის მხარდამჭერებს, მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, რომლის შედეგად 160-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად შეტაკებები პოლიციასა და ერიტრეის რეჟიმის ოპონენტებს შორის ერიტრეის მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ადგილას მოხდა.

"პროტესტანტებმა კორდონი გაარღვიეს და დარბევა დაიწყეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა შუქ-ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. მოგვიანებით პოლიციელებმა მომიტინგეებს ცეცხლიც გაუხსნეს, რადგან სამართალდამცავთა სიცოცხლის რეალური საფრთხე არსებობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, დაჭრილია 160-მდე ადამიანი, მათ შორის 30 პოლიციელი, 15 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. შეგახსენებთ, რომ თელ-ავივში ერიტრეის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ეთიოპიისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს ეძღვნებოდა. ამჟამად ისრაელში ერიტრეის 25 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს და მათი უმრავლესობა ერიტრეის დღევანდელი მთავრობისა და მისი პრეზიდენტის ისაიას აფევერკის, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ამ ქვეყანას სათავეში უდგას, პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოთქვამს.