ავტორი:

უკრაინელების კონტრშეტევა და წარმატებული სამხედრო სვლა - ზაპოროჟიესთან რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გარღვეულია: უახლესი ცნობები ფრონტის ხაზიდან

უკრაინელების კონტრშეტევა და წარმატებული სამხედრო სვლა - ზაპოროჟიესთან რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გარღვეულია: უახლესი ცნობები ფრონტის ხაზიდან

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

განცხადებას გაზეთ Observer-ზე დაყრდნობით, The Guardian-ი ავრცელებს.

ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის.

"თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით“, - განაცხადა ტარნავსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა კონტრშეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდა.