ავტორი:

გავლენიანი პატიმრის "ლუქს-აპარტამენტი“ და კანაფის პლანტაცია ოკუპირებული აფხაზეთის დრანდის ციხეში - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში და რას აცხადებენ დე ფაქტო შსს-ში

გავლენიანი პატიმრის "ლუქს-აპარტამენტი“ და კანაფის პლანტაცია ოკუპირებული აფხაზეთის დრანდის ციხეში - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში და რას  აცხადებენ დე ფაქტო შსს-ში

ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებში გაცრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დრანდის N9 იზოლატორშია გადაღებული.

ვიდეოს ავტორი მამაკაცი ცხადებს, რომ დრანდის ციხეში კომფორტულ პირობებში ცხოვრობს. მოწყობილი აქვს ე.წ. ლუქს აპარტამენტი - თანამედროვე ტექნიკით, საყოფაცხოვრებო ავეჯით, კეთილმოწყობილი აივანითა და კანაფის, შეიძლება ითქვას, პლანტაციიით.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვიდეოს ავტორი პატიმარი გვარად ფაჩალიაა, (ზედმეტსახელი - "ფაჩახა“). უცნობია რას წარმოადგენს ის და საიდან აქვს ამგვარი გავლენა, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია, ვინაიდან კადრებში ნაჩვენებ ავეჯზე გამოსახულია ე.წ. ქურდული სამყაროს სიმბოლო ვარსკვლავი.

აფხაზურ საზოგადოებაში აღნიშნულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ადგილობრი ტელეგრამ არხი "აიაშარა“ დაინტერესდა, თუ რამდენად შეეფერება სინამდვილეს გავრცლებული კადრები და აფხაზეთის დე ფაქტო შსს კომენტარისთვის მიმართა.

ე.წ. სამართალდაცავმა უწყებამ აღნიშნულის თაობაზე განაცხადა:

"აღნიშნული კადრები ადრეც ვრცელდებოდა აფხაზურ სოციალურ ქსელებში. წინასწარი დაკავების იზოლატორში სისტემატურად ტარდება შემოწმება დაწესებულებაში არსებული წესების და რეჟიმის დაცვაზე და ვიდეოზე ასახული კადრები ამჟამად არ შეესაბამება რეალობას“