ავტორი:

"ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა" -ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

"ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა" -ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა, - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას.

კერძოდ, ოძისში, საოკუპაციო ხაზთან მყოფ ევროპარლამენტარს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, როგორ აღიქვამენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას დასავლელი პარტნიორები.

"ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა. სხვა პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.