სალმა ჰაიეკი 2 სექტემბერს 57 წლის გახდა. სწორედ ამ დღეს მსახიობმა გადაწყვიტა მოეწყო ფოტოსესია სანაპიროზე და კიდევ ერთხელ ეჩვენებინა გულშემატკივრებისთვის, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და რომ შესაძლებელია 57 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაში იყოთ.
მსახიობმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები რომლებზეც წითელ საცურაო კოსტიუმშია აღბეჭდილი.
"ბედნიერი ვარ სიცოცხლით, მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს - ჩემი ოჯახი, ჩემი ძვირფასი მეგობრები, ჯანმრთელობა, სამუშაო, რომელიც მუდამ მიბიძგებს წინსკვლისკენ, ცხოველები, ბუნება“, - წერს სალმა ჰაიეკი.



