ავტორი:

ილონ მასკის, როგორც Twitter-ის მფლობელის ქმედებები, რუსული პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს - რა წერია ევროკომისიის ანგარიშში

ილონ მასკის, როგორც Twitter-ის მფლობელის ქმედებები, რუსული პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს - რა წერია ევროკომისიის ანგარიშში

ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის, როგორც სოციალურ ქსელ "ტვიტერის" ხელმძღვანელის ქმედებები, რუსული პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს - ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ "ტვიტერში" კრემლის მიერ მხარდაჭერილი ანგარიშების აუდიტორია და გავლენა ევროპაში გაიზარდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული პლატფორმის მფლობელი ილონ მასკი გახდა.

ასევე, აღნიშნულია, რომ მასკის მიერ პლატფორმის წესებში შეტანილმა ცვლილებებმა შეამცირა კონტენტის მოდერაციის შესაძლებლობა.

დოკუმენტი იმავე მიზეზით აკრიტიკებს სხვა სოციალურ ქსელებს, "ინსტაგრამს", "ფეისბუქსა" და "ტელეგრამს".

ანგარიშთან დაკავშირებით მასკს ჯერჯერობით კომეტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ "ტვიტერის" შეძენამდე მის ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა გარკვეული მოდერაციის წესების არსებობის გამო, რაც მილიარდერის შეფასებით, მკაცრად ზღუდავდა სიტყვის თავისუფლებას.

ცნობისთვის, 25 აგვისტოს ძალაში შევიდა ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოების აქტი, რომელიც სოციალურ ქსელებს ავალდებულებს, შეაფასონ დეზინფორმაციის რისკები და თავიდან აიცილონ მისი გავრცელება.