ავტორი:

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესის თავზე 17 დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესის თავზე 17 დრონი ჩამოაგდო

რუსული ძალები ღამით ოდესის ოლქს Shahed-ის დრონებით დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიპერის თქმით, რუსები ოდესის სამხრეთს დრონებით 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უტევდნენ. თავდასხმის შედეგად, იზმაილის რაიონის რამდენიმე დასახლებაში დაზიანდა საწყობი და საწარმოო შენობები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამრეწველო საწარმოების აღჭურვილობა.

ასევე, დრონების ფრაგმენტების ჩამოგდების შედეგად, სამოქალაქო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, რომლებიც, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.